„დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – რა ხდებოდა რუსეთის სასამართლოში

საბჭოთა დისიდენტს, ალექსანდრ სკობოვს, რომელიც რუსეთში ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს, პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – დაიყვირა სკობოვმა დღეს სასამართლოში.
ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილს მისივე მეგობრის, უფლებადამცველ იულია რიბაკოვის სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება “ტერორიზმის გამართლება”.
სკობოვი საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით იყო დაკავებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. გამოდიოდა ჩეჩნეთში მიმდინარე ომისა და პუტინის წინააღმდეგ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი საზოგადოებას მოუწოდებდა დახმარებოდნენ უკრაინის არმიას. 2024 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სკობოვი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე