“დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე” – ვინ ითხოვდა პრემიერისგან ცალ ფეხზე დგომას?

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას თქვა:
“ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება”.
ირაკლი ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, ვინ ითხოვდა მისგან ცალ ფეხზე ან მუხლის ჩოქებზე დგომას, ალბათ, ოკუპანტ რუსეთს გულისხმობს, თორემ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როგორც თავად პრემიერი ამბობს, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთებშიც მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ