ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დიახ, ოცნება აქამდე დაეშვა – 2 ტყუილი „რუსულ კანონზე“ – ირაკლი მელაშვილი

პირველ ჯერზე, როცა ხელისუფლება ეცადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამერიკული კანონის ანალოგად გამოეყვანა, მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ტყუილი იმდენად ნათელი იყო, რომ მიუხედავად კანონის ფორმალურ და ჭეშმარიტ ინიციატორთა სრული უტიფრობისა, მათ მაინც კანონის უკან გატანა და შეცდომის აღიარება მოუწიათ.
ახლა „გინდა თუ არა ამერიკულიაო“, ეს მესიჯი აღარ აქვთ, არ იმუშავა ამ ტყუილმა. სამაგიეროდ წინ წამოწიეს მორიგი ფეიკ არგუმენტი, თითქოს ამ კანონის მიღება აუცილებელია ნჯო და მედია სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად! ხელისუფლების, მათი ჯიბის ექსპერტების და „არღნის ჩიტებად“ მოვლენილი სახელისუფლო ჟურნალისტების ეს ერთადერთი, თითქოს მეტნაკლებად რელევენატურული არგუმენტიც რომ მტკნარი სიცრუეა, ამას, უბრალოდ, დღეს არსებული ქართული კანონმდებლობის მარტივი ანალიზიც ადასტურებს:
ტყუილი პირველი – კანონის მიღება ხელს შეუწყობს NGO-ების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას:
ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, ვინც გრანტს იღებს, საქართველოს საგადსახადო კოდექსის თანახმად, სრულად წარადგენს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში გრანტის დანიშნულების, მიღებული თანხების ოდენობის, გრანტის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). მათ შორის იქ არის ინფორმაციები რაში იხარჯება გრანტით მიღებული თანხები (შეხვედრები, კონფერენციები ტარნსპორტი და რეგინებში გასვლა, რეკლამა, გამოცემები, პროექტში მუდმივად თუ დროებით დასაქმებული პირები და ა.შ.)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.