ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დე ლაურენტისმა "კვარა" შანტაჟის შიშით გაყიდა - კონტე სპალეტის მსგავსად გაქცევას არ აპირებს" - იტალიელი ჟურნალისტი

"დე ლაურენტისმა "კვარა" შანტაჟის შიშით გაყიდა - კონტე სპალეტის მსგავსად გაქცევას არ აპირებს" - იტალიელი ჟურნალისტი

სპორტულმა მიმომხილველმა ანტონო კორბომ „რეპუბლიკაში“ ხვიჩა კვრაცხელიასა და „ნაპოლის“ შესახებ სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შანტაჟის შიშით იძულებული გახდა გუნდის ყველაზე ტექნიკური და დაბალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი გაეყიდა:
„დე ლაურენტისმა კვარაცხელიას მხოლოდ ხელი შეუშალა ფიფას მე-17 პუნქტით წასულიყო, რაც ფეხბურთელის ხელფასის მიხედვით სამწუხაროდ, დაბალ ფასში მოხდებოდა. როგორც სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ირწმუნება, ალეხანდრო გარნაჩოს ათეულობით მილიონ ევროდ შეძენას ცდილობდნენ და ეს ბლეფი არ არის. დე ლაურენტისის ხელმძღვნელობით გუნდს მეოთხე სკუდეტოს მოპოვების შესაძლებლობა აქვს. კვარაცხელიას და
მომავალში ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერებიდან ჯამში 150 მილიონს მიიღებენ და თუ რაიმე სისულელე არ ჩაიდინეს, ივლისში შემადგენლობის გასაძლიერებლად სერიოზული თანხა ექნებათ.
მწვრთნელი ანტონიო კონტე დამწუხრებულია ხვიჩას დაკარგვის და იმის გამო, რომ მისი შემცვლელი ვერ დაიმატეს და ახალი პროექტით ახალი გუნდის აშენებას გეგმავს. გულშემატკივრები კი უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რამეთუ იციან, რომ 25 მაისის შემდეგ კონტე ლუჩანო სპალეტის მსგავსად არ გაიქცევა, რადგან სურს მთავარ გმირად დარჩეს“.
ბატონო ანტონო კორბო, რამდენი გადაგიხადა აურელიომ „რეპუბლიკაში“ რომ დაგეწერა ეგ პასკვილი შე გაწუწულო ვირთხავ. ფულის გულისთვის რომ ყველაფერს იკადრებ, ის კაცი ხარ შენ. ვინ ვის აშანტაჟებდა ეგ კიდევ საკითხავია.
ბატონო , ადამიანი იბადება თავისუფალი და ცდილობს თავისუფალი დარჩეს სიცოხლის ბოლომდე, რომ შეინარჩუნოს ადამიანობა. ვინც ვერ ახერხებს თავისუფლების შენარჩუნებას ის კარგავს ადამიანობას და ხდება მონა. სპალეტი არის ადამიანი, კაცური კაცი. შენ? შენ საზოგადოებამ შეგაფასოს...
ნაპოლის სპალეტი გაექცა, ფინანსური დირექტორი გაექცა (იუვეში), ჟელინსკი გაექცა, ოსიკაცი გაექცა, კვარა გაექცა ... იქნებ არ არის მთლად ამ ხალხის ბრალი და პრობლემა მენეჯმენტშია? არა?!

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.