ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დე ლაურენტისი ოსიმენის აგენტს შეხვდა

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის აგენტს რობერტო კალენდას ამა წლის აგვისტოს შემდეგ პირველად შეხვდა.
მხარეებმა ოსიმენის 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისაუბრეს. ნიგერიელის წლიური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევროა და პრეზიდენტი მზადაა ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს, აგრეთვე ახალ ხელშეკრულებაში შეიტანოს პუნქტი, რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი ფასი 130-140 მილიონი იქნება. მოლაპარაკებები შეიძლება ხვალ გაგრძელდეს.
ამ სეზონში ვიქტორმა სერია A-ს 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.