ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დე ლაურენტისი კონტეს ამას შეჰპირდა" - რას წერს იტალიური გამოცემა?

"დე ლაურენტისი კონტეს ამას შეჰპირდა" - რას წერს იტალიური გამოცემა?

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეჰპირდა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობას გააძლიერებს, ამის შესახებ ინფორმაციას Arenapoli-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მანიო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმაა, "ტორინოს" ყოფილი მცველი რამდენიმე კვირას გამოტოვებს, "პარტენოპეიმ" კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი შემცვლელის დამატებას ეცდება.
იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ "ნაპოლი" "არსენალის" ცენტრალური მცველის იაკუბ კივიორის შეძენას ცდილობს, "მეთოფეებს" პოლონელთან განშორება არ სურთ, თუმცა "სპეციას" ყოფილ უკანახაზელს მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.