ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დე ლაურენტისი ზაფხულში სატრანსფერო რევოლუციას გეგმავს" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აურელიო დე ლაურენტისი დიდ ცვლილებებს გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ ნეაპოლურ კლუბს დიდი ალბათობით, ამირ რაჰმანი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი, ვიქტორ ოსიმენი, ლეო ოსტიგორი და ალექს მერეტი დატოვებენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის ორი ახალწვეულის იესპერ ლინდსტრომისა და იენს კაიუსტეს სათამაშო ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, დე ლაურენტისმა მათი გაყიდვაც გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, გუშინ, "ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა უხელმძღვანელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.