ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 2 დღით შეფერხდება

კომპანია ჩერნომორენერგოს ინფორმაციით, დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება.
"რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ჩერნომორენერგო გაცნობებთ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ორი დღის განმავლობაში, 2024 წლის 21 იანვრის 00:00 საათიდან 2024 წლის 23 იანვრის 00:00 საათამდე, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე დროებითი შეზღუდვები ამოქმედდება". - წერია კომპანიის განცხადებაში.
აბონენტებს დენი დღეში 4 საათის განმავლობაში შეუწყდებათ. ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები 23 იანვრის შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.