ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეპუტატი ქურდებთან კავშირის გამო ციხეში გაუშვეს - როგორ გავიდა გამოძიება საჯარო მოხელის კვალზე (ვიდეო)

დეპუტატი ქურდებთან კავშირის გამო ციხეში გაუშვეს - როგორ გავიდა გამოძიება საჯარო მოხელის კვალზე (ვიდეო)

უდანაშაულო ადამიანების ცემაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ე.წ. ქუჩურ გარჩევებში პროკურატურა ცაგერის საკრებულოს წევრს, ლაშა ლეთოდიანს ამხელს. „ქართული ოცნების“ სიით არჩეული დეპუტატი დღეს სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად წარდგა.

ლეთოდიანი იმ 29 დაკავებულს შორისაა, რომლებსაც გამოძიება ადამიანების წამებას, ფულის გამოძალვასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას ედავება.

მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ლაშა ლეთოდიანი ამჟამად ცაგერის საკრებულოში „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარეა. სასამართლო სხდომაზე მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ დეპუტატს ნდობა ადგილობრივებმა გამოუცხადეს და ის სოციალურ საკითხებზე მუშაობდა.

პროკურატურის ვერსიით კი, ლეთოდიანი საქმეების ე.წ. ქუჩური წესებით გარჩევაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაში იყო ჩართული. გამოძიების მტკიცებით, ის სცემდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ე.წ. კანონიერ ქურდებზე უარყოფითად საუბრობდნენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.