დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დაიწყეს
ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.
დღეს, 9 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით უნდა განიხილოს.
მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს.
ამის პარალალურად სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იფიცებიან და სასწავლო პროცესს აჩერებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.