ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეპუტატები საგამოძიებოს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაწყებული გამოძიების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ.
კერძოდ, დეპუტატები მოითხოვენ პასუხს შემდეგ კითხვებზე:
· შედგა თუ არა თითოეულ დაკავებულზე დაკავების ოქმი,
· კონკრეტულად რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში. სადაც მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ.
· ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები.
· ვინ და ზუსტად რა დროს გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა კლინიკაში მიყვანის ფაქტი.
· ვინ დაიკითხა და დაიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეებზე

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.