არქივი4 სექტემბერი, 2024, 12:11
დეპუტატები “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, დეპუტატები “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ.
პროექტით განისაზღვრება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასთან, სქესის შეცვლის ოპერაციასთან, განათლებასთან და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.