დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება.
კერძოდ, დოკუმენტში სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია: იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულების აკრძალვა, თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარის კიდევ უფრო შემცირება, პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება.
„ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს გადაჭარბებულ ინტერესებზე დამოკიდებულების და მისი უარყოფით ზეგავლენის შემდგომ შემცირებას, გააძლიერებს კონკურენციას, შექმნის უფრო თანაბარ პირობებს გაფართოებული მონაწილეობისათვის და გაზრდის გამჭვირვალობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ