ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დენის შმიგალი - რუსეთში და ბელარუსში ავიატრანზიტის აკრძალვაზე ვიმუშავებთ

რუსეთში და ბელარუსში ავიატრანზიტის აკრძალვაზე ვიმუშავებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ლიეტუველ კოლეგა, ინგრიდა შიმონიტესთან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსული ბიზნესი, რუსი ტურისტები კომფორტულად ვერ უნდა იყენებდნენ ევროკავშირის ცას თავისი მიზნებისთვის. ცა დაკეტილია რუსული და ბელარუსული თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ინიცირებას მოვახდენთ და პარტნიორებთან ეს იდეა განვიხილეთ - რუსეთში და ბელარუსში ან რუსეთიდან და ბელარუსიდან ნებისმიერი გადაფრენებისთვის ტრანზიტის ჩაკეტვა“, - განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, ეს საავიაციო ლოგისტიკას უფრო გააძვირებს და დისკომფორტს მოუტანს რუს ტურისტებს.
„ასეთი სახის სანქციების შემოღებას დაჟინებით მოვითხოვთ და დარწმუნებულები ვართ, რომ პარტნიორები ლიეტუვიდან, ესტონეთიდან და ლატვიიდან ასეთ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ევროკომისიასთან ვიმუშავებთ“, - განაცხადა შმიგალმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.