ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დენის შმიგალი - პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს

პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინულ-პოლონური სამთავრობო კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გვაქვს პროგრესი ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, მთავარია - ყველა კრიტიკული საკითხის მოგვარება, რომლებსაც ასეთ ბლოკადებამდე მივყავართ”, - განაცხადა შმიგალმა.
მან აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხების მოგვარების გეგმა სრულდება, თუნდაც ისე სწრაფად არა, როგორც უკრაინულ მხარეს სურს.
“ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიტიური ტენდენციები და პოზიტიური დინამიკა, მნიშვნელოვანია ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და სვლა გავაგრძელოთ”, - დასძინა მან.
ცნობისთვის, აქამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ კიევი და ვარშავა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.