დენის შმიგალი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორების დახმარებას საჭიროებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოების სამხედრო საჭიროებების დასაფარად.
“2026 წლისთვის [თავდაცვითი ბიუჯეტის] საჭიროებებს 120 მილიარდ აშშ დოლარად ვაფასებთ. უკრაინა აქედან 60 მილიარდს დაფარავს, და პარტნიორებს ვთხოვთ, დანარჩენი დაფარონ”,-განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, ამის გაკეთება ყველაზე მარტივია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის მოკავშირეების თავდაცვითი ბიუჯეტების მცირე წილის გამოყოფის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილებით.
“ყველაზე ეფექტიანი გზაა ამისთვის – მშპ-ის 0.25%-ის გამოყოფა…
თუ ეს მიღწევადი არ არის ევროპისა და არაევროპელი პარტნიორებისთვის, მაშინ ერთადერთი გზა სესხი რჩება, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა შმიგალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო