დენის შმიგალი – ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა – ახლა ველით მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში

ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ახლა ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯს – გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში“, – დაწერა შმიგალმა „ტელეგრამზე“.
უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. დეკემბერში კი ევროპული საბჭო უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთხმად უნდა დაეთანხმონ, რომ უკრაინამ მიიღო ზომები ისეთი საკითხების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა კორუფცია და უმცირესობათა ენების დაცვა და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ