ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დენის ტენის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დენის ტენის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზახეთში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის დენის ტენის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
5 ოქტომბერს მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა მამაკაცთა შორის. 242,43 ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჩვენი ნაკრების წევრმა ნიკა ეგაძემ.
საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 195.91 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალს დაეუფლა. მოკლე პროგრამა ანასტასიამ 69.07 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, თავისუფალ პროგრამაში კი 126.84 ქულა დაიმსახურა და მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები დენის ტენის სახელობის ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.