დემონსტრანტები კვლავ იუწყებიან აქციის მონაწილეთა დაკავების შესახებ

აქციის მონაწილეების ცნობით, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” მიმდებარედ, პოლიციელებმა ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ილია ბურდული.
მისი დაკავების კადრებს ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი ავრცელებს.
გიორგი ტაბატაძე წერს, რომ მის თვალწინ ოთხმა პოლიციელმა წაიყვანა .
„რომ ვკითხე, რატო აკავებთ-მეთქი, არ ვაკავებთო. ოთხმა კაცმა წაიყვანა არადა“, – წერს ტაბატაძე.
აქციების აქტიური მონაწილეა – მას ათასობით ლარის ოდენობის ჯარიმა აქვს „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით და არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციულ პატიმრობაში სხვადასხვა ვადით.
გიორგი ტაბატაძისვე ცნობით, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი მერიოტის“ მიმდებარედ დააკავეს კიდევ ერთი დემონსტრანტი, კობა აბშილავა, – თუმცა, ტაბატაძის თანახმადვე, პოლიციელებმა აბშილავაზეც თქვეს, რომ უბრალოდ „გადაჰყავდათ“.
ამასთან, პოლიციელებმა მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” კიდევ ერთხელ გააჩერეს მოქალაქე მიხეილ ზაქარეიშვილი და გაჩხრიკეს.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
მანამდე დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაკეტეს, თუმცა დაახლოებით 20 წუთში საავტომობილო მოძრაობა აღდგა – პოლიციის მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტები გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან.
მხოლოდ გასული კვირის სამ დღეში, -მ ანტისამთავრობო პროტესტის 60 მონაწილე დააკავა.
განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, „ოცნების“ იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ ევროპასთან ურთიერთობის პროცესში სომხეთის, ხოლო ამერიკასთან – აზერბაიჯანის იმედად ვართ დარჩენილი

შოთა ბერეკაშვილი – ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია – ქსელებმა „საოჯახო კალათა“ შექმნეს, 15 საბაზისო პროდუქტზე ფასები საუკეთესოა, აღფრთოვანებული დავრჩი, ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა!