“დემოკრატუა ალყაში” – რა წერია საქართველოს შესახებ ALDE-ს რეზოლუციაში

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანის (ALDE) საბჭომ დღეს, 28 ივნისს, ჰელსინკში გამართულ ყრილობაზე მიითღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
“დემოკრატია ალყაში” საქართველოს ევროპული გზის დასაცავად” – ასე ჰვქია დოკუმენტს, რომელსაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის უკომპრომისო ერთგუების მიმართ დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებისადმი. გარდა ამისა, ALDE საქარველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე და მას შემდეგ გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისტებს “ქართულ ოცნებას”.
ALDE-ს წევრები გმობენ ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიას და გივი თარგამაძის პოლიტიკურად მოტივირებულ მსჯავრს; ასევე, ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას; 60-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრებას, მშვიდობიანი აქციების დარბევასა და სიძულვილის კამპანიებს ევროკავშირის წინააღმდეგ; ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, რომლებიც ითრგუნავენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის თავისუფლებებს.
რეზოლუცია მოითხოვს:
· ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას;
· 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას;
· ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას;
· მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანზე;
· ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ კონტაქტი “ქართული ოცნების” რეჟიმთან.
ამავე თემაზე:
· “ეს არის ნამდვილი პოლიტიკური რეპრესიები” – ALDE ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე
· ALDE-ს სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან: „და მაინც ქართველი ხალხი არ ნებდება“

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს