დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ. ეს ბანერი ჩვენ უნდა გამოგვეფინა დასავლეთისთვის

„საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საქართველოში ფიქსირდება ისტორიული ფაქტი, საელჩოები, ღიად ერევიან სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში.
„ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს! ბოლო პერიოდში ისეთი პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რომ ის ქარდი, რაც ამერიკის საელჩომ დადო, ჩვენ უნდა დაგვედო მათთვის. ამერიკაში ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს; სლოვაკეთის მოქმედ პრეზიდენტს, ასევე დღევანდელი დასავლეთის პოლიტიკის ოპოზიციონერს, ფიცოს ესროლეს… სადღაც მუქარაა, სადღაც პირდაპირი სასიკვდილო გასროლა… დიახ, ეს არის თანამედროვე დემოკრატების პოლიტიკა და ამ ვითარებაში ამერიკის საელჩო ჩვენ გვასწავლის ჭკუას, რომ თურმე „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
ჩვენი პასუხია, „დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ“. საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა. საქართველოში პოლიტიკაშიც და უფლებრივ საკითხებშიც უმცირესობა ძალადობს უმრავლესობაზე. შეუძლებელია ეს არ იცოდეს ამერიკის საელჩომ. იციან, მაგრამ მაინც საარჩევნო პროპაგანდას ეწევიან ოპოზიციის სასარგებლოდ. ისე, „ისტორიული“ ფაქტია, რომ სხვა ქვეყნის საელჩო ასე ღიად ერეოდეს სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა