დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თსუ-მ და ჯანდაცვამ მემორანდუმი გააფორმეს
ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მემორანდუმი მიზნად ისახავს, საქართველოში, სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
„დოკუმენტში, მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია განსაზღვრული. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საქართველოში, სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ საფუძველს საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის სტაბილურობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის.
ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-დემოგრაფიული პროცესების ანალიზის მიზნით, უნივერსიტეტი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამეცნიერო პოტენციალს, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში. ასევე, ხელს შეუწყობს შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებსა და ლექციებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.