დემნა გვასალია: არ ვიცი, რამდენი ხანი ვიქნები მოდაში
n.news.genews.ge-ის არქივი
დემნა გვასალია:
"ზოგჯერ მოდისგან იმდენად დაღლილი ვარ, რომ დილით ვიღვიძებ და თავადაც არ ვიცი რა ჩავიცვა."
"მოდის შექმნა ახლა ბევრად რთულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ეპოქაში."
"ფრანგული მოდის გამეორება არ მინდა. ბალენსიაგა ესპანელი იყო, მე ქართველი ვარ, ეს ბუნებრივი არ იქნება."
"არ მიყვარს, როდესაც ვისვენებ და მოდაზე მელაპარაკებიან."
"არ ვიცი, რამდენი ხანი ვიქნები მოდაში. მე მიყვარს მოდა და გავაგრძელებ მის შექმნას, სანამ სიამოვნებას ვიღებ, სანამ ვგრძნობ რომ სწორია რასაც ვაკეთებ.''
"ჩემთვის ოტ-კუტიურში სქესი რელევანტური არ არის, თუმცა არის რაღაცები, რასაც კაცებს არ ჩავაცვამ. არ მინდა, ყველაფერმა ზედმეტად კოსტიუმირებული სახე მიიღოს."
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.