“დემენცია” – კიევში და “გამბედაობა” – თბილისში” – რუსეთის დუმის განცხადება

“საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა ანტირუსულ ისტერიას”, – ნათქვამია რუსეთის დუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც “ქართული “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკას იწონებენ.
“როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა ანტირუსულ ისტერიას და იხელმძღვანელოს პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. ამ პრიორიტეტებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყნისთვის…
“პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა მიაღწია კიევს, სადაც რეალობის შეგრძნების სრული დაკარგვით, სერიოზულად განიხილავენ ყირიმის ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს – უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე. ეს სიგიჟეა თუ დემენცია? ორივეს ნიშნები აშკარად ჩანს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”