ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დელისა და მუმბაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბანერები განთავსდა

დელისა და მუმბაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბანერები განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში, დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე, საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინდოეთიდან საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებისა და მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინდურ კომპანიასთან Think Strawberries ერთად მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს, ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს, ციფრულ და გარე რეკლამას. ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში კი საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება.
კამპანია მოიცავს რეკლამასა და ვიდეორგოლებს, სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში.
კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში მსხვილი ტურისტული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებების ჩატარება.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.