დეკემბრიდან ონლაინ მაღაზიებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება

“ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონის თანახმად, დეკემბრიდან ელექტრონულ კომერციაში ჩართული კომპანიები ვალდებული იქნებიან, რომ ვებგვერდზე თავიანთი მონაცემები გაასაჯაროონ.
როგორც ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, თამარ გოგოლაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ინფორმაციის მიუკვლევადობის შემთხვევაში, ის სუბიექტები რომელთა შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება, დაჯარიმდებიან.
„ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი ზაფხულში შევიდა ძალაში, თუმცა კომპანიებს ექვსთვიანი ვადა მიეცათ ამ ნაწილის მოსაწესრიგებლად. ზოგადად, ჩემი შეფასებით კეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზიები თავიდანვე მოწოდებული იყვნენ, რომ მაღალი სტანდარტები შეექმნათ და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინათ. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ,მათ კიდევ უფრო მეტი იმუშავეს. თუმცა ის მაღაზიები, რომლებიც მაგალითად, სოციალურ ქსელებში ვაჭრობენ, არ იდენტიფიცირდებიან როგორც მეწარმე სუბიქეტები, ამ შემთხვევაში მაინც უკონტროლოა ვითარება და რისკის აღება კვლავ მომხმარებელთა მხარეს არის. მათ უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ასეთი ონლაინ მაღაზიებიდან პროდუქციის შეძენა,“-აღნიშნავს თამარ გოგოლაშვილი.
ცნობისთვის, “ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონი მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, პარლამენტმა 2023 წლის ივნისში მიიღო. მისი მიღება ასოცირების შესახებ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაწილს შეადგენდა.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ