დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა – 2023 წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდა

დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. 2023 წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ, საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი აღდგენა, არამედ ეკონომიკური აქტივობის დონე დაუბრუნდა პანდემიამდელ ტრენდს და ევროპის ფართო რეგიონისა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. დეკემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5 138 ათეულს გაუტოლდა.
ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები შეიტანა ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების განხრებისა და საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი