ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დეკანოიძე: რეალური მმართველი ქალი ქვეყანაში არ მახსენდება - პარტიებშიც არ აქვთ ძალაუფლება

საქართველოში არ არსებობს პარტია, სადაც ქალებს აქვთ რეალური ძალაუფლება და ფული. ქალებს არ აქვთ ფული, რომ აწარმოონ საარჩევნო კამპანია, რომ შეკრიბონ საკუთარი პარტია - ყველა პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს კაცი... რამდენი მინისტრია ქალი საქართველოს მთავრობაში? - ორი, მე მგონი. ბოლოს როდის იყო საქართველოს პრემიერმინისტრი, რეალური მმართველი ქალი? - მგონი, არც არასდროს. ახლა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ასევე კაცების გადაწყვეტილებით გახდა პრეზიდენტი. მე არ მახსენდება, რეალური მმართველი ქალი ამ ქვეყანაში.
ამიტომ, როცა კაცების პერსპექტივიდან ისაუბრებთ, ერთი კვლევა მაინც წაიკითხეთ - ამ ქვეყანაში არსებობენ ქალები რომლებსაც სჭირდებათ, რომ მათი ხმა ვიღაცამ გააჟღეროს. აქ იყო საპარლამენტო ტრიბუნა, რომელზეც შეიძლება ბევრი სხვანაირი, აქტიური ქალი მოხვედრილიყო, მათ შორის, კვოტების პრინციპით - ესეც მოუსპეთ იმიტომ, რომ გინდოდათ, რაც შეიძლება მეტი ფულის და საარჩევნო რესურსის მობილიზება გაგეკეთებინათ.
ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გენდერული კვოტირების შესახებ მსჯელობისას პარტია გირჩის წევრებს მიმართა.
1 აპრილს გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.