დეკანოიძე: თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, რთული იქნება საქართველოს განცალკევება

ევროპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის EU-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი დაბლოკავს, ამ გადაწყვეტილების საქართველოსგან განცალკევება რთული იქნება. მისი თქმით, გაფართოების შესახებ პაკეტი -მოლდოვა-საქართველოს კონტექსტში ერთიანად აღიქმება.
“ჩვენ რეკომენდაცია მივიღეთ ზუსტად გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ძალიან რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების ნებიდან გამომდინარე, რაც რეალურად ძალიან კარგად იცოდა ევროკავშირმა და იცის ევროკომისიამ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს გაფართოების ერთიანი პაკეტი აღიქმება სწორედ უკრაინა-მოლდოვა-საქართველო კონტექსტში.
ამიტომ ძალიან რთული იქნება საქართველოს განცალკევება, იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინის მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან მიმართებაში, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შანტაჟი საბოლოოდ დასრულდება და დასრულდება პოზიტიურად”, – აღნიშნა მან.
6 დეკემბერს კი უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
***
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.