ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დეზინფორმაციის შედეგად მოხდა გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდების აჟიტირება, მოტყუება“ – მათიკაშვილი აქციის მოაწილე ახალგაზრდებზე

“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი რუსული კანონის მოწინააღმეგე ახალგაზრდებზე აცხადებს:
„დეზინფორმაციის შედეგად მოხდა გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდების აჟიტირება, მოტყუება, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს გულწრფელობა ახალგაზრების გარკვეულ ჯგუფებში შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა. არის მუდმივად ჩვენი მხრიდან მცდელობა საზოგადოება, ვისაც კი აინტერესებს რამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მსჯელობაში, არგუმენტირებულ დისკუსიაში შემოვყვანოთ. სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება. ხდება აჟიტირებული, დეინფორმაციას აყოლილი და გარკვეული ძალების მიერ, რა თქმა უნდა, მართული პროცესების შიგნით იმ სცენარის დახატვა, რაც არის ტყუილი“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.