დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ

პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანია, სადაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი საქართველოს ევროპულ მომავალს პუტინის დავალებით ართმევს. მათი თქმით, ყველაზე უკეთ იციან, რა არის რუსეთი და ამიტომ, ქვეყანას ევროპული მომავლის გარეშე გამოუსწრებელი ზიანი მიადგება.
“30 წლია, პრაქტიკულად, სამი თაობის ქართველები ვებრძვით რუსეთს და რუსეთი საქართველოში უნდა დამარცხდეს. ჩვენსა და ჩვენს დაბრუნების შორის დგას „ქართული ოცნება“ და რუსეთი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავტეხოთ ეს მდგომარეობა, – ამბობს აქციის მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია