დევისსა და სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის მე-8 ფორუმი გაიმართა

კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის მე-8 ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში, ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში სამეცნიერო სემინარი მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ქართული ღვინის -ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, -ის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგული პოტენციალი და ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა.
ამასთან ერთად, ქალაქ სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის კულტურის, მისი ისტორიის, ჯიშობრივი მრავალფეროვნების, უნიკალური მეღვინეობის მეთოდების, ქართული ღვინის ეკონომიკის და მარკეტინგის შესახებ კონფერენცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)