იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა მედლების კომპლექტი სპორტულ ცეკვებში. წარმატებული აღმოჩნდა სეზონის პირველი საერთაშორისო სტარტი საქართველოს ნაკრების წევრი მოცეკვავე წყვილის დიანა დევისისა და გლებ სმოლკინისათვის, რომლებმაც 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
ჩვენმა სპორტსმენებმა ამ ტურნირზე წარმოადგინეს თავიანთი ახალი პროგრამები. პირველ სტარტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროგრამების მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე პირველად წარდგენისათვის. ვულოცავთ ჩვენი ნაკრების მოცეკვავე წყვილს სეზონის ასეთ წარმატებულ დასაწყისს.
წყარო: Georgian Figure Skating Federation