დევიდ კემერონი ირანს აფრთხილებს, ახლო აღმოსავლეთი ფართო კონფლიქტში არ ჩართოს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს მოუწოდა, თეირანმა ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართო კონფლიქტში არ ჩართოს.
"ღრმა შეშფოთებული ვართ არასწორი გაანგარიშების პოტენციალით, რომელიც შემდგომ ძალადობას გამოიწვევს. სანაცვლოდ, ირანმა უნდა იმუშაოს დეესკალაციისა და შემდგომი თავდასხმების აღკვეთაზე", - წერს კემერონი სოციალურ ქსელ X-ში.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ამირ-აბდოლაჰიანმა კამერონს განუცხადა, რომ გასულ კვირას დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის თავდასხმასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების დუმილი ემსახურება მხოლოდ ისრაელის წახალისებას, გააგრძელოს ომი ღაზაში და გააფართოოს კონფლიქტი რეგიონში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.