ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დევიდ კამერონმა ისრაელს და ჰამასს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის მხარეებს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. დევიდ კამერონი უახლოეს დღეებში ისრაელში ვიზიტს გეგმავს, რომელიც მისი მესამე ოფიციალური ვიზიტი იქნება ბოლო ორი თვის განმავლობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ კამერონი გეგმავს ისრაელში ვიზიტისას მკაცრი შეშფოთება გამოთქვას ღაზის სექტორში გარდაცვლილთა განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე. კამერონის ვიზიტის მიზანია დააფიქსიროს დიდი ბრიტანეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილებლობაზე.
როგორც ცნობილია, დევიდ კამერონი აპირებს ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარს იმის შესახებ, რომ საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს ღაზის სექტორში გარდაცვლილი ხალხის რაოდენობის მინიმიზებისთვის.
"დაუყოვნებლივი პაუზა აუცილებელია რათა ღაზაში დახმარება მივაწოდოთ და მძევლები იქიდან გამოვიყვანოთ. სიტუაცია უკიდურესად უიმედოა" - თქვა დევიდ კამერონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.