არქივი23 ნოემბერი, 2023, 07:50
დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მთავრობაში დაბრუნდა.
კამერონი შეხვდება როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილონ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის.
კამერონი ეწვია კიბუცი ბეერს, ღაზის სექტორიდან სულ რაღაც სამი მილის დაშორებით მდებარე დასახლებას.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.