ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დევიდ კამერონი - ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრისას განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს“, - განაცხადა კამერონმა.
დევიდ კამერონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა სპექტაკლს შეადარა და აღნიშნა, რომ მეოთხე მოქმედება ჯერ არ დაწერილა.
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებ ერთ აზრზე რჩებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.