ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დევიდ კამერონი ბულგარეთსა და პოლონეთს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ბულგარეთსა და პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ნატო-ს მთავარი მოკავშირეების მხარდაჭერის დემონსტრირებით, მისი მოგზაურობა თავდაცვის წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხი დევიდ კამერონის ვიზიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება.
უკრაინის დახმარების საკითხთან ერთად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასაც განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.