ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დედოფლისწყაროში ტყესთან კაცი ცეცხლს განზრახ უკიდებდა, დაჯარიმდა 500 ლარით – საგანგებო

სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ პატრულირების დროს, ხანძრის კერა შენიშნეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი მიზანმიმართულად უკიდებდა ცეცხლს.
"ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.