ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას მოზარდი ცუდად გახდა - უგონო მდგომარეობაში მყოფი 15 წლის გოგონა რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას მოზარდი ცუდად გახდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლის გოგონა, საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, გოგონა კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაჰყავს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.