დედის უკანასკნელი სურვილი შესრულდა – პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მსახიობ დონარა გვრიტიშვილის ვაჟი შეიწყალა

დედის უკანასკნელი სურვილი შესრულდა – პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მსახიობ დონარა გვრიტიშვილის ვაჟი შეიწყალა
“მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო”,- ამის შესახებ მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის, დონარა გვირტიშვილის ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხატია ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა, არამედ ეს არის ისტორია ადამიანობაზე და სიკეთეზე.
„არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა.
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური, პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას – ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა , მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა ..“,- წერს დონარა გვირტიშვილის ქალიშვილი სოციალურ ქსელში.
მსახიობი დონარა გვრიტიშვილი სიმსივნეს ებრძვის და როგორც სოციალურ ქსელში მისმა ქალიშვილმა დაწერა, დედას ჰქონდა სურვილი, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში, მისი პატიმარი ვაჟი ენახა, რომელსაც სასჯელის ვადა ნოემბერში უმთავრდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს