“დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა… ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა…” – ხანძარს 6 წლის ტყუპები ემსხვერპლნენ…
“დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა… სოციალურ სამსახურს წაყვანილი ჰყავდა ბავშვები, მაგრამ მერე დაიბრუნა… ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა ხოლმე, ის ყურადღებას აქცევდა” – ამბობს მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე.
ცნობისთვის, ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.