არქივი1 თებერვალი 2025, 16:25
“დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა” – ლაშა ჩხვიმიანი დედას

სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც სამი დღეა შიმშილობს დმანისში, წერს, რომ დედამისმა, როგორც კი მის პროტესტზე გაიგო, თავადაც დაიწყო შიმშილობა:
შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გაუგია, თვითონაც შეუწყვეტია საკვების მიღება. ვერ ვესაუბრები, მრცხვენია, რომ წინასწარ არ გავაფრთხილე და ახლა ასე ვანერვიულებ. დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა. შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა! არ შეიძლება შენს ნერვიულობას კიდევ ეს დაემატოს! ძალიან გთხოვ!
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.