“დედაჩემი არ წასულა იმიტომ, რომ ევროპაში უნდოდა ცხოვრება, წავიდა გაჭირვების გამო, დამტოვა მე 17 წლის ასაკში და შვილმკვდარი დედა”

“ადრე დავწერე, დედაჩემი როგორ და რატომ წავიდა ქვეყნიდან.
არ წასულა იმიტომ, რომ ევროპაში უნდოდა ცხოვრება, წავიდა გაჭირვების გამო, დამტოვა მე 17 წლის ასაკში და შვილმკვდარი დედა. ბებიაჩემისთვის დედაჩემი იყო ყველაფერი. ერთი საათით რომ დააგვიანდებოდა, სახლში ხდებოდა ტრაგედია…. დედაჩემის წასვლის მერე, ხშირად დამინახავს მისი ცრემლიანი თვალები, დარდობდა იმაზე, რომ შვილს ვეღარასდროს ნახავდა. მოკლედ დედას წასვლიდან, რამდენიმე წელიწადში ბებიას დაუდგინეს სიმსივნე😔
მე რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ შვილის ზრუნვას ვერ შევუცვლიდი. მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ თავისი შვილი ენახა. ძალიან ბევრი იწვალა დედამ, რომ ჩამოსულიყო.
ჩამოვიდა, მაგრამ დედა დახვდა უკვე გათიშულ მდგომარეობაში. არავინ იცის, იგრძნო თუ არა შვილის ჩამოსვლა, მიხვდა თუ არა, რომ მისი შვილი დაბრუნდა მასთან დასამშვიდობებლად. ძალიან რთულია ჩემთვის ამის გახსენება. ალბათ დედა შენთვისაც. ბოდიში რომ ვწერ😔
აი ასეთ ხალხს სთხოვთ, ჩამოვიდნენ ხმის მისაცემად, ადამიანებს, რომლებიც მომაკვდავ მშობლებთან ვერ ჩამოდიან. თქვენსავით საშოპინგოდ კი არ წასულან. წავიდნენ იმიტომ, რომ ოჯახები გადაერჩინათ.
თქვენი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთს ნიშნავს – არ გაინტერესებთ ქართველების ცხოვრება. მთავარია თქვენ იყოთ კარგად. ჩვენ თუ არა მომავალი გაგცემთ პასუხს!!!!” – წერს თათია ჯიმშიტაშვილი სოციალურ ქსელში
პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ოცნება საარჩევნო კოდექსის შეცვლას აპირებს და ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები ქართველები სამშობლოში უნდა ჩამოვიდნენ. ”საქართველოშიც უწევთ წასვლა მოქალაქეებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ხმის მისაცემად. რა მნიშვნელობა აქვს, ესეც ხომ ფინანსებთან არის დაკავშირებული” – თქვა პაპუაშვილმა ემიგრანტებზე

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს