“დედაჩემის მიერ ფსიქოპატად შერაცხული კაცი გიორგი ოვაშვილი აღმოჩნდა” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
რადგან აბიტურიენტობის წლები გავიხსენე, ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა.
ავტობუსში ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა რამდენჯერმე. რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. მომეჩვენა, რომ პატიოსანი კაცი იყო, ავტობუსიდან ჩამოვყევი და კინოსტუდიაში შევყევი, უკან რაღაც ბარაკებივით იყო და ფოტოსესია იქ მქონდა. სესიის დროსაც ძალიან დელიკატურად იქცეოდა. რამდენიმე დღეში მივათრიე სახლში ჩემი ლამაზი ფოტოები და მოვყევი ამბავი – არ ვიცი, ფილმის დრო თუ მექნება, რადგან უნისთვის ვემზადები მეთქი … ძაან საქმიანად. ჩემი საქმიანი საუბარი შემაწყვეტინა დედაჩემის კივილმა! კიოდა ფსიქოპატებზე, მანიაკებზე, მეგონა გაფატრულს მხედავს … აღარ გაბედოოოოო ნუ კაი, ისედაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული რომ ფილმში თამაში მინდოდა, კი არა ცეკვისთვის არ მრჩებოდა დრო, არადა ძაან მიყვარდა და აღარ ვაყვირე დედაჩემი (ჩემს ცოლს ნუ აბრაზებო, მამაჩემიც მომადგა). ხოდა გავიდა დრო, და დედაჩემის მიერ ფსიქოპატად შერაცხული კაცი გიორგი ოვაშვილი აღმოჩნდა.
ხშირად ვახსენებ ხოლმე ახლა, იმ ფოტოებს რომ ესიყვარულება.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია