ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დედაქალაქის მერი გრიშაშვილობის დღესასწაულს დაესწრო

დედაქალაქის მერი გრიშაშვილობის დღესასწაულს დაესწრო

კრწანისის რაიონში ტრადიციულად, გრიშაშვილობის დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და კახა გულედანთან ერთად დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კალაძემ მოსახლეობას წარმატებები უსურვა.
„კრწანისის რაიონში გრიშაშვილობას აღვნიშნავთ. ეს არის ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი იკრიბება. ძალიან სასიამოვნო საღამოა. ადგილობრივებს ვულოცავ ამ დღესასწაულს. მინდა, წარმატებები და რაც მთავარია, მშვიდობა ვუსურვო ყველას", - განაცხადა კახა კალაძემ.
გრიშაშვილობის დღესასწაულს ასევე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
„სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში თეატრალიზებული სანახაობა გაიმართა. ხარფუხში გაცოცხლდა ძველებური ბაზარი, მოეწყო თემატური კუთხეები და ფოტოზონები. სპეციალურად ამ დღისთვის გაცოცხლდა ძველი თბილისური სცენები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.