“დედას გიტირებ კობახიძე, შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ” – ხაბეიშვილის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

“დედას გიტირებ კობახიძე, შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ” – ხაბეიშვილის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.
შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა იგი “ტვ პირველის” ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა.
მას უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდგომ მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
“ეს იქნებოდა დაორგანიზებული. იცოდნენ, სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. პასუხი მიიღო. ესაა რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ, დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს ისვრიან. ყველა ასე მიიღებს პასუხს. არავის ეშინია. დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. გაიქცა, არ ვიცი, ვინ არის. დედას გიტირებ კობახიძე, შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ”,- თქვა ხაბეიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!