„დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, რას ვიზამთ…“ – თამუნა მუსერიძე ემოციურ ვიდეოს ავრცელებს

პროექტის „ვეძებ“ ავტორი, თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა.
ინფორმაცია და პირველი ემოციები, შეხვედრის შესახებ, ჟურნალისტმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვის საშუალებით გაუზიარა.
„ისტორია ასეთია, მე არ ვარ მოპარული ბავშვი, გამაშვილეს. მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი, იყო 21 წლის და მოხდა ეს ამბავი. მესმის ოჯახის განცდები, იმიტომ რომ 80-იან წლებში, საქართველოში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო ტრაგედიის ტოლფასი – მე ამის მიმღებლობა მაქვს, აბსოლუტურად. დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, იმიტომ რომ მას აქვს სიმსივნე, მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, რას ვიზამთ, ყველას არ შეიძლება მოსწონდე და უნდოდე. არ უნდა გამოჩენა და არც ჩემთან კონტაქტი“, – ამბობს თამუნა მუსერიძე მიმართვაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.