არქივი26 მარტი 2026, 13:10
დედამ შვილი სცემა – “სისხლიანი დახმარებას ითხოვდა” – მედია
ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა – ინფორმაციას „აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სრულწლოვან შვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა.
მეზობლების თქმით, შემთხვევის დროს აივანზე მყოფი კაცი სისხლდენით რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.