დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ აქამდე არსებული თეორიები თავდაყირა დგება – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?

ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა, ისე­ვე რო­გორც დე­და­მი­წა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის, მი­ლი­არ­დო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გია. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო დღემ­დე ამო­უხ­სნე­ლია – რო­გორ გაჩ­ნდა სი­ცო­ცხლე იქ, სა­დაც მა­ნამ­დე მხო­ლოდ არა­ცო­ცხა­ლი ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბი არ­სე­ბობ­და?

ახა­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ Science Advances-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ამ კი­თხვა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ პა­სუხს გვთა­ვა­ზობს. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წა­ზე შე­საძ­ლოა ერთხელ კი არა, ორ­ჯერ წარ­მო­იშ­ვა.

ერთი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­სა­წყი­სი

გერ­მა­ნი­ის ჰა­ინ­რიხ ჰა­ი­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გის, უი­ლი­ამ მარ­ტი­ნი­სა და მისი გუნ­დის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სი­ცო­ცხლის ორი უმ­თავ­რე­სი შტო – ბაქ­ტე­რი­ე­ბი და არ­ქე­ე­ბი – და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვიდ­ნენ იმ ბი­ო­ქი­მი­ურ პრო­ცე­სე­ბამ­დე, რომ­ლებ­მაც არა­ცო­ცხა­ლი ქი­მი­უ­რი სის­ტე­მე­ბი ნამ­დვილ ცო­ცხალ უჯრე­დე­ბად აქ­ცია.

მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ფერ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მე­ტა­ბო­ლურ რე­აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ, ბაქ­ტე­რი­ებ­სა და არ­ქე­ებ­ში ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

“ეს ნიშ­ნავს, რომ ორი­ვე ხაზ­მა თა­ვი­სუფ­ლად მცხოვ­რე­ბი, ცო­ცხა­ლი უჯრე­დის ფორ­მამ­დე და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­აღ­წია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი სა­ერ­თო წარ­მო­შო­ბი­საა, მაგ­რამ სი­ცო­ცხლე – ორ­ჯერ გაჩ­ნდა,“ – აცხა­დებს უი­ლი­ამ მარ­ტი­ნი.

რა არის სი­ცო­ცხლის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი?

მეც­ნი­ე­რე­ბი დიდი ხა­ნია კა­მა­თო­ბენ, რა გან­სა­ზღვრავს სი­ცო­ცხლეს. ზრდა, გამ­რავ­ლე­ბა და გა­რე­მო­ზე რე­ა­გი­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის – მა­გა­ლი­თად, ვირუ­სებს ამ თვი­სე­ბე­ბის ნა­წი­ლი აქვთ, თუმ­ცა ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვი­ან.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ მე­ტა­ბო­ლიზ­მზე – ქი­მი­ურ რე­აქ­ცი­ა­თა რთულ სის­ტე­მა­ზე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ორ­გა­ნიზ­მე­ბი ენერ­გი­ას იღე­ბენ და არ­სე­ბო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს წარ­მოქ­მნი­ან.

სწო­რედ მე­ტა­ბო­ლიზ­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის ზღვა­რი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლეს არა­ცო­ცხა­ლი ქი­მი­ის­გან გა­ნას­ხვა­ვებს.

რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი?

დღე­ვან­დელ ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მებ­ში მე­ტა­ბო­ლურ რე­აქ­ცი­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ცი­ლე­ბი – ფერ­მენ­ტე­ბი – წარ­მარ­თა­ვენ. თუმ­ცა ჩნდე­ბა პა­რა­დოქ­სი: პირ­ვე­ლი ფერ­მენ­ტე­ბი რო­გორ გაჩ­ნდა, თუ მათ შე­საქ­მნე­ლა­დაც ფერ­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო?

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სი­ცო­ცხლის და­სა­წყის­ში ამ როლს ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო ას­რუ­ლებ­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ჰიდ­რო­თერ­მულ წყა­რო­ებ­თან გა­და­იდ­გა, სა­დაც ლი­თო­ნე­ბით მდი­და­რი გა­რე­მო ბუ­ნებ­რივ კა­ტა­ლი­ზა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ ლი­თო­ნებს შე­ეძ­ლოთ წყალ­ბა­დის, ნახ­ში­რორ­ჟან­გი­სა და სხვა მარ­ტი­ვი ნა­ერ­თე­ბის გარ­დაქ­მნა იმ მო­ლე­კუ­ლე­ბად, რომ­ლებ­მაც სი­ცო­ცხლის სა­ფუძ­ვე­ლი შექ­მნეს.

ოთხი ეტა­პი სი­ცო­ცხლის­კენ

გე­ნო­მე­ბის ანა­ლი­ზი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­გო­რით­მის გა­მო­ყე­ნე­ბით მკვლევ­რებ­მა მე­ტა­ბო­ლუ­რი ფერ­მენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ქრო­ნო­ლო­გია აღად­გი­ნეს.

მათი შე­ფა­სე­ბით, სი­ცო­ცხლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ოთხ ძი­რი­თად ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და:

თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა რე­აქ­ცი­ას გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი ლი­თო­ნე­ბი წარ­მარ­თავ­და; შემ­დეგ გაჩ­ნდა პრო­ტო­უ­ჯრე­დე­ბი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ფერ­მენ­ტე­ბის შექ­მნა და­ი­წყეს; დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ფერ­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბო­და და გა­რე­მო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მცირ­დე­ბო­და; სა­ბო­ლო­ოდ გაჩ­ნდა სრულ­ფა­სო­ვა­ნი, და­მო­უ­კი­დებ­ლად მცხოვ­რე­ბი უჯრე­დე­ბი.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, ეს უკა­ნას­კნე­ლი ეტა­პი უკვე მას შემ­დეგ დად­გა, რაც ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და არ­ქე­ე­ბის ევო­ლუ­ცი­უ­რი გზე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მო­ე­ყო. შე­სა­ბა­მი­სად, ორი­ვე ჯგუფ­მა სი­ცო­ცხლის სრულ­ყო­ფი­ლი ფორ­მა ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნა­ვი­თა­რა.

LUCA – სი­ცო­ცხლის ერ­თა­დერ­თი წი­ნა­პა­რი აღარ არის?

აქამ­დე მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ორ­გა­ნიზ­მი ერთი სა­ერ­თო წი­ნაპ­რის – LUCA-ს (Last Universal Common Ancestor) – შთა­მო­მა­ვა­ლი იყო.

ახა­ლი კვლე­ვა ამ წარ­მოდ­გე­ნას ნა­წი­ლობ­რივ ცვლის.

აღ­მოჩ­ნდა, რომ უკა­ნას­კნე­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ერ­თო წი­ნა­პარს მხო­ლოდ მე­ტა­ბო­ლუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხევ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ეძ­ლო, და­ნარ­ჩენს კი ისევ გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი ლი­თო­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ.

ეს ნიშ­ნავს, რომ LUCA შე­საძ­ლოა ჯერ კი­დევ სრულ­ფა­სო­ვა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სი­ცო­ცხლის ფორ­მა არ ყო­ფი­ლი­ყო.

კი­დევ ერთი სა­ი­დუმ­ლო – რო­გორ იღებ­დნენ პირ­ვე­ლე­ბი ენერ­გი­ას? დღეს თით­ქმის ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ის ძი­რი­თად წყა­როდ ATP-ის მო­ლე­კუ­ლას იყე­ნებს. თუმ­ცა ATP-ის წარ­მო­საქ­მნე­ლა­დაც ფერ­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო, რაც კვლავ იგი­ვე კი­თხვას აჩენს – სა­ი­დან გაჩ­ნდა პირ­ვე­ლი ენერ­გია?

კვლე­ვის ავ­ტო­რებ­მა შე­საძ­ლო პა­სუ­ხიც იპო­ვეს.

მათი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ჰიდ­რო­თერ­მულ წყა­რო­ებ­ში ბუ­ნებ­რი­ვად არ­სე­ბუ­ლი ფოს­ფი­ტი და პა­ლა­დი­უ­მი ATP-ისა და ფერ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე ახერ­ხებ­დნენ იმ რე­აქ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ად­რე­უ­ლი მე­ტა­ბო­ლიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

მკვლევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს ად­რე­უ­ლი ევო­ლუ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის ახ­სნას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამარ­ტი­ვებს.

კვლე­ვა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ევო­ლუ­ცი­ის “ხე“ შეც­ვა­ლოს

თუ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა მო­მა­ვა­ლი კვლე­ვე­ბი­თაც და­დას­ტურ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, სი­ცო­ცხლის ევო­ლუ­ცი­ის ცნო­ბი­ლი სქე­მა გა­და­სა­ხე­დი გახ­დეს.

დღემ­დე მეც­ნი­ე­რე­ბი სი­ცო­ცხლის ის­ტო­რი­ას ერთ უზარ­მა­ზარ ხედ წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ­ლის ღე­როც უკა­ნას­კნე­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ერ­თო წი­ნა­პა­რი იყო, ხოლო ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი მისი ტო­ტე­ბი.

ახლა კი სულ უფრო რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა ჰი­პო­თე­ზა, რომ სი­ცო­ცხლეს შე­საძ­ლოა ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი “ღერო“ ჰქო­ნო­და, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე გა­ი­ყო, ვიდ­რე დე­და­მი­წა­ზე პირ­ვე­ლი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცო­ცხა­ლი უჯრე­დე­ბი გაჩ­ნდე­ბოდ­ნენ.

თუ ეს მო­საზ­რე­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი­სა და მთე­ლი ცო­ცხა­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია შე­საძ­ლოა თა­ვი­დან და­სა­წე­რი გახ­დეს.